ქართული
ტრადიცია

საქართველო ცნობილია საკუთარი უძველესი და უმდიდრესი ტრადიციებით

ტრადიციებით. ქართველი ხალხისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი კულტურული ნიშნები: სტუმართმოყვარეობა, მეგობრობა და ოჯახისადმი ერთგულება. ქართული სუფრა სულიერი კულტურული ტრადიციის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. თითოეულ რეგიონს განსხვავებული სუფრის ტრადიცია აქვს. საქართველო ცნობილია ღვინის დამზადების ტექნოლოგიებითაც, რაზეც მოწმობს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი თიხის ქვევრები, ოქროსა თუ ვერცხლის ფიალები.საქართველოში ლუდის დამზადებასთან დაკავშირებული ტრადიციების გვხვდება- თუშები, ფშავები, ხევსურები დღესასწაულებს თავიანთი გამოხდილი ლუდებით აღნიშნავდნენ.


ქართველებისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მუსიკასთან და ცეკვასთან დაკავშირებული ტრადიციები. ქართული ხალხური მუსიკა გუნდური მრავალხმიანობის არსებობით გამოირჩევა. ქართული პოლიფონია იუნესკოს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობათა სიაშია. ცეკვა ფერხული - ქართული ქორეოგრაფიის უძველესი გამოვლენაა. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია ცნობილი ანსამბლ „ სუხიშვილებ-ის“ მიერ შესრულებული ქართული ხალხური ცეკვები. ასევე საქართველომ აღზარდა მსოფლიო დონის პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი.

გაზიარება

ჩვენი ინფორმაცია შენს მეილზე